მათეს სახარება 18:1—35

  • ყველაზე დიდი ზეციერ სამეფოში (1—6).

  • დაბრკოლებები (7—11).

  • იგავი გზააბნეულ ცხვარზე (12—14).

  • როგორ შევიძინოთ ძმა (15—20).

  • იგავი უმოწყალო მონაზე (21—35).

18  მაშინ იესოსთან მოწაფეები მივიდნენ და ჰკითხეს: „ვინ იქნება ყველაზე დიდი ზეციერ სამეფოში?“+  იესომ ბავშვს დაუძახა, შუაში ჩააყენა  და თქვა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: თუ არ შეიცვლებით და ბავშვებივით არ გახდებით,+ ვერ დაიმკვიდრებთ ზეციერ სამეფოს.+  ამიტომ, ვინც ამ ბავშვივით დაიმდაბლებს თავს, ის იქნება ყველაზე დიდი ზეციერ სამეფოში,+  და ვინც მიიღებს ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, მეც მიმიღებს,  ხოლო ვინც დააბრკოლებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, იმისთვის უმჯობესია, კისერზე დოლაბი* დაჰკიდონ და შუა ზღვაში ჩააგდონ.+  ვაი ქვეყნიერებას, დამაბრკოლებელს! დაბრკოლებები გარდაუვალია, მაგრამ ვაი მას, ვინც დაბრკოლების მიზეზი გახდება!  ამიტომ, თუ ხელი ან ფეხი გაბრკოლებს, მოიკვეთე და გადააგდე.+ გიჯობს, ხეიბარმა ან კოჭლმა მიიღო სიცოცხლე, ვიდრე საღ-სალამათი ჩავარდე მარადიულ ცეცხლში.+  თუ თვალი გაბრკოლებს, ამოითხარე და გადააგდე. გიჯობს, ცალი თვალი არ გქონდეს და სიცოცხლე მიიღო, ვიდრე ორი თვალით ჩავარდე ცეცხლოვან გეენაში*.+ 10  გაფრთხილდით, არ დაამციროთ არცერთი ამ მცირეთაგან, რადგან გეუბნებით: მათი ანგელოზები ზეცაში ყოველთვის ხედავენ ჩემი ზეციერი მამის სახეს.+ 11  *—— 12  როგორ ფიქრობთ, კაცს 100 ცხვარი რომ ჰყავდეს და ერთ მათგანს გზა აებნას,+ არ დატოვებს მთაში 99-ს და არ წავა იმ ერთი გზააბნეულის საძებრად?+ 13  და, თუ იპოვა, ჭეშმარიტებას გეუბნებით, მისით უფრო გაიხარებს, ვიდრე იმ 99-ით, რომელთაც გზა არ აბნევიათ. 14  ასევე არ სურს ჩემს* ზეციერ მამას, რომ ამ მცირეთაგან თუნდაც ერთი დაიღუპოს.+ 15  თუ შენი ძმა შესცოდავს, წადი და ამხილე, როცა მარტონი იქნებით.+ თუ მოგისმენს, შეგიძენია შენი ძმა.+ 16  თუ არ მოგისმენს, წაიყოლე ერთი ან ორი სხვა, ორი ან სამი მოწმის პირით რომ დამტკიცდეს ყველაფერი.+ 17  თუ არც მათ მოუსმენს, კრებას უთხარი და, თუ არც კრებას მოუსმენს, იყოს ის შენთვის როგორც უცხოტომელი+ და მებაჟე.+ 18  ჭეშმარიტებას გეუბნებით: ყველაფერი, რასაც დედამიწაზე შეკრავთ, ზეცაში უკვე შეკრული იქნება, და ყველაფერი, რასაც დედამიწაზე გახსნით, ზეცაში უკვე გახსნილი იქნება. 19  ამაშიც მერწმუნეთ: თუ ორი თქვენგანი დედამიწაზე შეთანხმდება, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ითხოვონ, ჩემი ზეციერი მამა შეუსრულებს მათ სათხოვარს,+ 20  რადგან სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით,+ მეც იქ ვარ, მათ შორის“. 21  მაშინ მივიდა მასთან პეტრე და ჰკითხა: „უფალო, რამდენჯერ უნდა ვაპატიო ჩემს ძმას, თუ ჩემ წინააღმდეგ სცოდავს? შვიდჯერ?“ 22  იესომ მიუგო: «გეუბნები, შვიდჯერ კი არა, სამოცდაჩვიდმეტჯერ!+ 23  ზეციერი სამეფო იმას ჰგავს, მეფემ რომ თავის მონებთან ანგარიშსწორება მოინდომა. 24  როცა საქმეს შეუდგა, მიუყვანეს ერთი კაცი, რომელსაც მისი 10 000 ტალანტი* ემართა. 25  ვინაიდან მას გადახდის საშუალება არ ჰქონდა, ბატონმა ბრძანა, ვალის დასაფარავად ისიც გაეყიდათ, მისი ცოლ-შვილიც და მთელი მისი საბადებელიც.+ 26  მაშინ მონამ მუხლი მოიყარა, პირქვე დაემხო და შეევედრა ბატონს, ცოტაც დამაცადე და ყველაფერს გადაგიხდიო. 27  ბატონს შეეცოდა ის, გაუშვა და ვალიც აპატია,+ 28  ამ მონამ კი, იქიდან წამოსულმა, მოძებნა სხვა მონა, რომელსაც მისი 100 დინარი ემართა, დაიჭირა, ახრჩობდა და ეუბნებოდა, ვალი გადამიხადეო. 29  მაშინ ის მონა მის წინაშე პირქვე დაემხო და ეხვეწებოდა, ცოტაც დამაცადე და გადაგიხდიო. 30  მან კი ყური არ ათხოვა, წავიდა და საპყრობილეში ჩააგდებინა, რომ იქ ყოფილიყო, სანამ ვალს არ გადაუხდიდა. 31  სხვა მონებმა რომ დაინახეს, რაც მოხდა, ძალიან შეწუხდნენ, წავიდნენ და მომხდარის შესახებ ბატონს აცნობეს. 32  მაშინ დაიბარა ის ბატონმა და უთხრა: „ბოროტო მონავ! რაკი შემეხვეწე, მთელი ვალი გაპატიე. 33  განა შენც ისევე არ უნდა შეგეწყალებინა შენნაირივე მონა, როგორც მე შეგიწყალე?!“+ 34  განრისხდა ბატონი და გადასცა იგი ციხის მცველებს, რომ ვალის სრულად გადახდამდე იქ ყოფილიყო. 35  თქვენც ასევე მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა,+ თუ გულით არ აპატიებთ თქვენს ძმას».+

სქოლიოები

იგულისხმება ისეთი დოლაბი, რომელსაც ვირი ატრიალებდა.
ან შესაძლოა: „თქვენს“.
10 000 ვერცხლის ტალანტი უდრიდა 60 000 000 დინარს. იხ. დანართი ბ14.