არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნოეს ვაჟს, სემს ორ ქვეყნიერებაში მოუწია ცხოვრება. მან საკუთარი თვალით იხილა პირველი ქვეყნიერების აღსასრული. იცი, რატომ განადგურდა პირველი ქვეყნიერება და როგორ შეძლეს სემმა და მისმა ოჯახის წევრებმა მეორე ქვეყნიერებაში გადასვლა? ~

ნოეს ვაჟს, სემს ორ ქვეყნიერებაში მოუწია ცხოვრება. მან საკუთარი თვალით იხილა პირველი ქვეყნიერების აღსასრული. იცი, რატომ განადგურდა პირველი ქვეყნიერება და როგორ შეძლეს სემმა და მისმა ოჯახის წევრებმა მეორე ქვეყნიერებაში გადასვლა? ~

ასწავლეთ შვილებს

სემმა „ორი ქვეყნიერების“ ბოროტება იხილა

ნოეს ვაჟს, სემს ორ ქვეყნიერებაში მოუწია ცხოვრება. მან საკუთარი თვალით იხილა პირველი ქვეყნიერების აღსასრული. იცი, რატომ განადგურდა პირველი ქვეყნიერება და როგორ შეძლეს სემმა და მისმა ოჯახის წევრებმა მეორე ქვეყნიერებაში გადასვლა? ~ *

როცა სემი ახალგაზრდა იყო, დედამიწაზე „ადამიანთა ბოროტება“ გამრავლდა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ „მუდამ ბოროტი“ იყო ხალხის გულის ზრახვები. იცი, რა გააკეთა ღმერთმა? ~ მან წარღვნა მოახდინა და გაანადგურა ბოროტი ქვეყნიერება. პეტრე მოციქულმა დაწერა: „განადგურდა იმდროინდელი ქვეყნიერება, როცა [წარღვნის] წყლით წაილეკა“ (დაბადება 6:5; 2 პეტრე 3:6).

როგორ ფიქრობ, რატომ გაანადგურა ღმერთმა იმდროინდელი ქვეყნიერება? ~ ადამიანები ბოროტები იყვნენ და მათი გულის ზრახვები „მუდამ ბოროტი“ იყო. იესომ თქვა: „წარღვნის წინა პერიოდში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ“. შემდეგ კი დასძინა: „არაფერი ანაღვლებდათ, სანამ წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა“ (მათე 24:37—39).

რა გამორჩა ხალხს მხედველობიდან? ~ სემის მამა, ნოე „სიმართლის მქადაგებელი“ იყო, მაგრამ ისინი ყურს არ უგდებდნენ მის ნათქვამს. ნოემ მოუსმინა ღმერთს და კიდობანი ააგო, რომლითაც მისი ოჯახი წარღვნას გადაურჩა. მხოლოდ ნოემ, მისმა ცოლმა, შვილებმა — სემმა, ქამმა და იაფეთმა — და მათმა ცოლებმა იღეს ყურად ღვთის გაფრთხილება. სხვები კი იმას აკეთებდნენ, რაც უნდოდათ, ამიტომაც დაიხოცნენ წარღვნის დროს (2 პეტრე 2:5; 1 პეტრე 3:20).

წარღვნის დაწყებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, ხმელეთზე წყალი დაშრა და სემი და მისი ოჯახის წევრები კიდობნიდან გამოვიდნენ. ბოროტი ადამიანები აღარ იყვნენ, მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვალა. ქანაანმა, სემის ძმის, ქამის შვილმა ცუდი რამ ჩაიდინა, რის გამოც ნოემ თქვა: „დაწყევლილი იყოს ქანაანი“. ქამის შვილიშვილი ნიმროდიც ბოროტ საქმეებს სჩადიოდა. ის ჭეშმარიტი ღვთის წინააღმდეგ წავიდა და ხალხს უთხრა, აეშენებინათ მაღალი კოშკი, ბაბილონი, რათა სახელი გაეთქვათ. როგორ ფიქრობ, მოეწონებოდათ ეს სემსა და მის მამას? ~ (დაბადება 9:25; 10:6—10; 11:4, 5).

ამან გული ატკინა მათაც და იეჰოვასაც. იცი, როგორ მოიქცა იეჰოვა? ~ მან ენები აურია ხალხს და მათ აღარ ესმოდათ ერთმანეთის. ხალხმა შეწყვიტა მშენებლობა და დედამიწის სხვადასხვა მხარეში გაიფანტნენ. ერთ ენაზე მოლაპარაკეები ერთად წავიდნენ საცხოვრებლად (დაბადება 11:6—9). მაგრამ ღმერთს არ აურევია ენები სემისა და მისი ოჯახისთვის. ასე რომ, მათ შეეძლოთ ერთად დარჩენილიყვნენ და ერთმანეთს ღვთისადმი მსახურებაში დახმარებოდნენ. იცი, რამდენ ხანს ემსახურებოდა სემი იეჰოვას? ~

სემმა 600 წელი იცოცხლა. ის 98 წლის იყო, როცა წარღვნა მოხდა. წარღვნის შემდეგ მან კიდევ 502 წელი იცოცხლა. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ სემი დაეხმარებოდა ნოეს კიდობნის აგებაში და მოახლოებული წარღვნის შესახებაც გააფრთხილებდა ხალხს. შენი აზრით, რას აკეთებდა სემი წარღვნის შემდეგ 502 წელი? ~ ნოემ იეჰოვას „სემის ღმერთი“ უწოდა. მთელი ამ დროის განმავლობაში სემი იეჰოვას ემსახურებოდა და თავისი ოჯახის წევრებსაც ეხმარებოდა ღვთის ნების შესრულებაში. მოგვიანებით სემი აბრაამის, სარას და ისაკის წინაპარი გახდა (დაბადება 9:26; 11:10—31; 21:1—3).

დაფიქრდი დღევანდელ ქვეყნიერებაზე, სადაც სემის დროიდან მოყოლებული ყველაზე მეტადაა ბოროტება გავრცელებული. რა ელის ახლანდელ ქვეყნიერებას? ~ ბიბლიაში ნათქვამია, რომ ის განადგურდება. მაგრამ ყურადღება მიაქციე, რას გვპირდება ღვთის სიტყვა: „ღვთის ნების შემსრულებელი სამარადისოდ რჩება“. ასე რომ, თუ ღვთის ნებას შევასრულებთ, სხვა ერთგულ მსახურებთან ერთად დედამიწაზე ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ბედნიერად და მარადიულად ვიცხოვრებთ (1 იოანე 2:17; ფსალმუნი 37:29; ესაია 65:17).

[სქოლიო]

^ აბზ. 3 ბავშვთან ამ სტატიის კითხვის დროს ტილდასთან პაუზა გააკეთეთ და აღძარით ის, თავისი აზრი გამოთქვას.

კითხვები:

○ როგორ ქვეყნიერებაში ცხოვრობდა სემი და რომელი ორი მიზეზის გამო გაანადგურა ღმერთმა იმ დროში მცხოვრები ხალხი?

○ რამდენი ხანი იცოცხლა სემმა და როგორი ადამიანი იყო ის?

○ რა ელის მალე ამ ქვეყნიერებას?

○ რა უნდა გავაკეთოთ, რომ გადავრჩეთ?