არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ არის ღმერთი?

ვინ არის ღმერთი?

ისწავლეთ ღვთის სიტყვიდან

ვინ არის ღმერთი?

ამ სტატიაში დასმულია კითხვები, რომლებზეც შესაძლოა არაერთხელ გიფიქრიათ, და მითითებულია ის ბიბლიური მუხლები, რომლებიც ამ კითხვებს სცემს პასუხს. იეჰოვას მოწმეები დიდი სიამოვნებით იმსჯელებენ თქვენთან ერთად ამ ბიბლიურ მუხლებზე.

1. ვინ არის ღმერთი?

ჭეშმარიტი ღმერთი ყველაფრის შემოქმედია. ბიბლია მას „მარადიულობის მეფეს“ უწოდებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არც დასაწყისი ჰქონია და არც დასასრული ექნება (გამოცხადება 15:3). ჩვენ მხოლოდ ღმერთს უნდა ვცეთ თაყვანი, რადგან ის სიცოცხლის წყაროა (წაიკითხეთ გამოცხადების 4:11).

2. როგორია ღმერთი?

ღმერთი არავის უნახავს, რადგან ის სულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ფიზიკურ ქმნილებაზე აღმატებული სიცოცხლის ფორმაა (იოანე 1:18; 4:24). ღვთის თვისებები მის ქმნილებებში ვლინდება. მაგალითად, ხილისა და ყვავილების მრავალფეროვნებაში ღვთის სიყვარული და სიბრძნე ჩანს. სამყაროს მასშტაბები ღვთის ძალაზე მეტყველებს (წაიკითხეთ რომაელების 1:20).

ღვთის პიროვნებაზე უფრო მეტის გაგება ბიბლიიდან შეგვიძლია. მაგალითად, ბიბლიიდან ვიგებთ, რა მოსწონს ღმერთს და რა არა, როგორ ექცევა ადამიანებს და როგორ რეაგირებს სხვადასხვა სიტუაციაში (წაიკითხეთ ფსალმუნის 103:7—10).

3. აქვს ღმერთს სახელი?

იესომ თქვა: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი“ (მათე 6:9). ღმერთს ბევრი ტიტული აქვს, თუმცა სახელი — მხოლოდ ერთი. ყველა ენაზე ის სხვადასხვანაირად წარმოითქმება. ქართულად მას „იეჰოვა“ ჰქვია, ზოგჯერ კი „იაჰვესაც“ უწოდებენ (წაიკითხეთ ფსალმუნის 83:18).

ღვთის სახელი ბიბლიის ბევრი თარგმანიდან ამოიღეს და შეცვალეს ტიტულებით „უფალი“ და „ღმერთი“. მაგრამ როცა ბიბლია დაიწერა, ღვთის სახელი მასში დაახლოებით 7 000-ჯერ იყო მოხსენიებული. იესო ღვთის სიტყვის ახსნის დროს ხშირად იყენებდა ღმერთის სახელს, რითაც ყველასთვის ცნობილი გახადა ის. იესო ხალხს ღვთის გაცნობაში დაეხმარა (წაიკითხეთ იოანეს 17:26).

4. ზრუნავს იეჰოვა ჩვენზე?

იეჰოვა პირადად ისმენს ჩვენს ლოცვებს, რითაც ჩვენდამი ინტერესს ავლენს (ფსალმუნი 65:2). მიანიშნებს გარშემო არსებული ტანჯვა იმაზე, რომ ღმერთი არ ზრუნავს ჩვენზე? ზოგი აცხადებს, რომ ღმერთი ტანჯვას ადამიანთა გამოსაცდელად უშვებს, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. ბიბლიაში ნათქვამია: „შორს არის ღვთისგან ბოროტება“ (იობი 34:10; წაიკითხეთ იაკობის 1:13).

ღმერთმა ადამიანებს ნების თავისუფლება უბოძა. განა ეს თავისუფლება იმისთვის არ უნდა გამოვიყენოთ, რომ ღმერთს ვემსახუროთ?! (იესო ნავეს ძე 24:15). ჩვენ გარშემო ტანჯვა იმიტომ გამრავლდა, რომ ბევრი არჩევს, სხვებს ცუდი გაუკეთოს. იეჰოვას გულს სტკენს ასეთი უსამართლობის დანახვა (წაიკითხეთ დაბადების 6:5, 6).

მალე იეჰოვა იესოს მეშვეობით ბოლოს მოუღებს ტანჯვასაც და მათაც, ვინც ამ ტანჯვას იწვევს. მანამდე იეჰოვას აქვს საფუძვლიანი მიზეზი, რომ დროებით დაუშვას ტანჯვის არსებობა. ამ რუბრიკაში მოგვიანებით ახსნილი იქნება, რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას (წაიკითხეთ ესაიას 11:4).

5. რის გაკეთებას ითხოვს ღმერთი ჩვენგან?

იეჰოვამ იმ უნარით შეგვქმნა, რომ გავიცნოთ და შევიყვაროთ ის. მას სურს, რომ მის შესახებ ჭეშმარიტება გავიგოთ (1 ტიმოთე 2:4). თუ ბიბლიას შევისწავლით, ღმერთს ისე გავიცნობთ, როგორც მეგობარს (წაიკითხეთ იგავების 2:4, 5).

იეჰოვამ სიცოცხლე გვაჩუქა, ამიტომ ნებისმიერ ადამიანზე მეტად ის უნდა გვიყვარდეს. ღმერთს ჩვენს სიყვარულს დავუმტკიცებთ, თუ ლოცვებში ვესაუბრებით და მის მოთხოვნებს შევასრულებთ (იგავები 15:8). იეჰოვა მოითხოვს ჩვენგან, რომ ადამიანებს სიყვარულით მოვეპყროთ (წაიკითხეთ მარკოზის 12:29, 30; 1 იოანეს 5:3).

მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ პირველი თავი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სურათი 17 გვერდზე]

არსებობს ტანჯვის დროებით დაშვების საფუძვლიანი მიზეზი?