ფსალმუნები 112:1—10

  • მართალს იეჰოვას შიში აქვს.

    • უშურველად გამცემს ხელი მოემართება (5).

    • „არასდროს იქნება დავიწყებული მართალი“ (6).

    • ხელგაშლილი შეეწევა ღარიბს (9).

112  ადიდეთ იაჰი*!+ א [ალეფ] ბედნიერია იეჰოვას მოშიში კაცი,+ ב [ბეთ] რომელსაც დიდ სიამეს ჰგვრის მისი მცნებები.+ ג [გიმელ]   გაძლიერდება მისი შთამომავლობა დედამიწაზე, ד [დელეთ] კურთხეული იქნება მართალთა თაობა.+ ה [ჰე]   ქონება და სიმდიდრეა მის სახლში; ו [ვავ] მარადიულად გასტანს მისი სიმართლე. ז [ზაინ]   სიბნელეში ანათებს მართლებისთვის,+ ח [ხეთ] თანამგრძნობი, გულმოწყალე+ და მართალია. ט [ტეთ]   ხელი მოემართება კაცს, რომელიც უშურველად გასცემს სესხს;+ י [ჲოდ] სამართლიანად წარმართავს იგი თავის საქმეებს. כ [ქაფ]   არასდროს წაბორძიკდება;+ ל [ლამედ] არასდროს იქნება დავიწყებული მართალი.+ מ [მემ]   ცუდი ამბები ვერ შეაშინებს მას;+ נ [ნუნ] მტკიცეა მისი გული, რადგან იეჰოვაზეა მინდობილი.+ ס [სამეხ]   უდრეკია მისი გული, არაფრის ეშინია;+ ע [აინ] ბოლოს იხილავს თავისი მტრების დამარცხებას.+ פ [ფე]   მან გულუხვად გასცა, შეეწია ღარიბს;+ צ [ცადე] მარადიულია მისი სიმართლე.+ ק [კოფ] გაძლიერდება და განდიდდება იგი*. ר [რეშ] 10  იხილავს ამას ბოროტი და გამწარდება, ש [შინ] კბილთა ღრჭენას მოჰყვება და საბოლოოდ გაქრება; ת [თავ] ვერ მიაღწევს საწადელს ბოროტი.+

სქოლიოები

სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.
სიტყვასიტყვით — „დიდებით აუმაღლდება რქა“; იხ. „რქა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).