ფსალმუნები 47:1—9

  • ღმერთი მთელი დედამიწის მეფეა.

    • „შიშის მომგვრელია იეჰოვა“ (2).

    • „უგალობეთ ღმერთს“ (6, 7).

გუნდის ხელმძღვანელს. კორახის ძეების+ ფსალმუნი. საგალობელი. 47  ტაში შემოჰკარით, ხალხებო! შეჰყიჟინეთ ღმერთს მხიარული შეძახილებით;   ვინაიდან შიშის მომგვრელია იეჰოვა, უზენაესი,+მთელი დედამიწის დიდებული მეფე.+   ის გვიმორჩილებს ხალხებს,ფეხქვეშ გვიგებს ერებს.+   ის გვირჩევს სამკვიდროს,+მისთვის საყვარელი იაკობის სიამაყეს.+ (სელა)   მხიარული ყიჟინის დროს ამაღლდა ღმერთი,საყვირის ხმაზე ამაღლდა იეჰოვა.   უგალობეთ ღმერთს, უგალობეთ! უგალობეთ ჩვენს მეფეს, უგალობეთ!   ღმერთია მთელი დედამიწის მეფე,+უგალობეთ მას; გამჭრიახობა გამოიჩინეთ.   ღმერთი გამეფდა ხალხებზე,+ ღმერთი ზის თავის წმინდა ტახტზე.   შეკრებილან ხალხთა წინამძღოლნიაბრაამის ღვთის ხალხთან ერთად. ვინაიდან ღმერთს ეკუთვნიან დედამიწის მმართველნი, დიდად აღზევებულია იგი.+

სქოლიოები