ფსალმუნები 130:1—8

  • „უიმედობის მორევში ჩაძირულმა მოგიხმე!“

    • „დანაშაულს რომ აკვირდებოდე“ (3).

    • იეჰოვა ჭეშმარიტად მიმტევებელია (4).

    • „მოუთმენლად ველი იეჰოვას“ (6).

აღსავალი სიმღერა. 130  უიმედობის მორევში ჩაძირულმა მოგიხმე, იეჰოვა!+  იეჰოვა, მომისმინე! ყურად იღე ჩემი მუდარა, როცა შველას გთხოვ!   დანაშაულს რომ აკვირდებოდე, იაჰ*,ვინ გამართლდებოდა, იეჰოვა?!+   ჭეშმარიტად მიმტევებელი ხარ,+ამიტომაც აქვთ შენდამი კრძალვა!+   იეჰოვაზე ვამყარებ იმედს, მთელი არსებით მასზე ვარ მინდობილი;მისი დანაპირების შესრულებას ველი.   მოუთმენლად ველი იეჰოვას,+იმაზე მეტად, ვიდრე გუშაგი — დილას,+ვიდრე გუშაგი ელის დილას.   დაელოდოს ისრაელი იეჰოვას,რადგან ურყევია იეჰოვას სიყვარული*+და მას შესწევს გამოსყიდვის ძალა!   ის გამოისყიდის ისრაელის ყველა დანაშაულს!

სქოლიოები

ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).