ფსალმუნები 16:1—11

  • იეჰოვა სიკეთის წყაროა.

    • „იეჰოვაა ჩემი კუთვნილი წილი“ (5).

    • „ღამითაც კი შემაგონებენ ჩემი ფიქრები“ (7).

    • იეჰოვა მხარში უდგას თავის მსახურს (8).

    • „შენ არ დამტოვებ სამარეში“ (10).

დავითის მიქთამი*. 16  დამიფარე, ღმერთო, რადგან შენ შეგაფარე თავი.+   იეჰოვას ვუთხარი: „იეჰოვა, შენ ხარ ჩემთვის ყოველგვარი სიკეთის წყარო.   დედამიწაზე მცხოვრები წმინდები,განდიდებულნი მგვრიან სიხარულს“.+   სადარდებელი არ ელევა მათ, ვინც სხვა ღმერთებს ელტვის.+ არასდროს დავუღვრი მათ შესაწირავად სისხლს,არც ბაგეებით ვახსენებ მათ სახელს.+   იეჰოვაა ჩემი კუთვნილი წილი+ და ჩემი სასმისი.+ შენ იცავ ჩემს სამკვიდროს.   მშვენიერი ადგილები მომიზომე, კმაყოფილი ვარ ჩემი სამკვიდროთი.+   ხოტბას შევასხამ იეჰოვას, რომელმაც რჩევა მომცა,+ ღამითაც კი შემაგონებენ ჩემი ფიქრები*.+   ყოველთვის თვალწინ მიდგას იეჰოვა.+ არ წავიფორხილებ, რადგან მხარში მიდგას იგი.+   ამიტომაც ვარ გულმხიარული, მთელი ჩემი არსებით ვხარობ; უსაფრთხოდ ვარ დამკვიდრებული. 10  შენ არ დამტოვებ* სამარეში*,+ არ გაიმეტებ შენს ერთგულს საფლავისთვის*.+ 11  შენ მასწავლი სიცოცხლის გზით სიარულს.+ დიდად ვხარობ შენ წინაშე;+მარადიული ბედნიერება მოაქვს შენს მარჯვენასთან ყოფნას.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „ჩემი თირკმელები“.
სიტყვასიტყვით — „ჩემს სულს“; ებრ. „ნეფეშ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ან შესაძლოა: „გასახრწნელად“.