ფსალმუნები 141:1—10

  • იეჰოვას მოხმობა საშველად.

    • „საკმეველივით მომზადდეს ჩემი ლოცვა“ (2).

    • მართლისგან შეგონება ზეთივითაა (5).

    • „ბოროტები თავიანთივე დაგებულ ბადეებში გაებმებიან“ (10).

დავითის სიმღერა. 141  იეჰოვა, შენ მოგიხმობ,+ გამოეშურე ჩემ საშველად,+ ყური მომაპყარი, როცა მოგიხმობ!+   საკმეველივით+ მომზადდეს ჩემი ლოცვა შენ წინაშე,+მარცვლეული შესაწირავივით+ — ჩემი ვედრება.   გუშაგი დაუყენე ჩემს ბაგეს, იეჰოვა,დარაჯი დაუყენე ჩემს პირს.+   ნუ მიდრეკ ჩემს გულს ბოროტებისკენ,+უგვანი საქმეები რომ არ ჩავიდინო ავისმქნელებთან ერთადდა არასდროს ვინადიმო მათ სუფრაზე.   თუ მართალი გამკიცხავს, ეს სიყვარულის* ნიშანი იქნება ჩემთვის,+მისგან შეგონება ზეთივით იქნება ჩემი თავისთვის,+რაზეც არასდროს ვიტყვი უარს;+ გასაჭირშიც რომ ჩავარდეს, არ შევწყვეტ მისთვის ლოცვას.   ხალხის მოსამართლეები გადმოყარეს კლდიდან,მაგრამ ხალხი მოისმენს ჩემს ნათქვამს, რადგან საამურია ის.   როგორც მოხნულ მიწაზე რჩება ბელტები,ისე ყრია ჩვენი ძვლები სამარის* პირას;   მაგრამ ჩემი თვალები შენ შემოგყურებს, უზენაესო უფალო, იეჰოვა,+ შენ შეგაფარე თავი; ნუ წამართმევ სიცოცხლეს.   დამიფარე, რომ არ გავება მათ ხაფანგში,ავისმქნელთა მიერ დაგებულ მახეში. 10  ბოროტები თავიანთივე დაგებულ ბადეებში გაებმებიან,+მე კი უვნებლად დავაღწევ მათ თავს.

სქოლიოები

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).