არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ მოვიქცე, თუ მეგობარმა გული მატკინა?

როგორ მოვიქცე, თუ მეგობარმა გული მატკინა?

 რა უნდა იცოდე?

  •   სხვებთან ურთიერთობისას უთანხმოებებს ვერ აერიდები. ყველანი არასრულყოფილები ვართ. ამიტომ საუკეთესო მეგობარმაც კი შეიძლება ისეთი რამ გითხრას ან გააკეთოს, რითაც გულს გატკენს. თუ დაფიქრდები, ალბათ შენც გაიხსენებ ისეთ შემთხვევებს, როცა სხვებისთვის გული გიტკენია (იაკობი 3:2).

  •   უთანხმოებას შეიძლება ინტერნეტმა შეუწყოს ხელი. ახალგაზრდა დეივიდი ამბობს: „როცა ინტერნეტში მეგობრების სურათებს ხედავ, რომლებიც ერთად არიან შეკრებილი, შეიძლება გული დაგწყდეს, რომ შენ არ დაგპატიჟეს და თავი ისე იგრძნო, თითქოს გიღალატეს“.

  •   ისწავლე, როგორ მოაგვარო პრობლემა.

 რა შეგიძლია გააკეთო?

 შეამოწმე საკუთარი თავი. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ნუ იჩქარის შენი სული განაწყენებას, რადგან განაწყენება სულელთა უბეში ბუდობს“ (ეკლესიასტე 7:9).

 „ზოგჯერ დროის გასვლის შემდეგ ხვდები, რომ საწყენი არაფერი ყოფილა“ (ალისა).

 დაფიქრდი: მეტისმეტად მგრძნობიარე ხომ არ ხარ? შეგიძლია მეტი გაგებით მოეკიდო სხვების შეცდომებს? (ეკლესიასტე 7:21, 22).

 რატომ არის კარგი პატიება? ბიბლიაში ნათქვამია: „სხვისი დანაშაულისთვის გვერდის ავლა მშვენებაა კაცისთვის“ (იგავები 19:11).

 „მაშინაც კი, თუ განაწყენების მიზეზი გაქვს, ჯობია, მთელი გულით აპატიო, ანუ აღარ შეახსენო და ყოველთვის ბოდიშები არ ახდევინო. თუ აპატიებ, ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყე“ (მალორი).

 დაფიქრდი: ნუთუ ეს ასეთი სერიოზული პრობლემაა? შეგიძლია აპატიო და მშვიდობა შეინარჩუნო? (კოლოსელები 3:13).

გამუდმებით პრობლემის გამწვავება იმის მსგავსია, რომ თბილი ოთახის კარი წამდაუწუმ გააღო და ოთახი გააცივო

 სხვებზეც იფიქრე. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“ (ფილიპელები 2:4).

 „თუ მეგობრობის საფუძველი ნამდვილი სიყვარული და პატივისცემაა, ამან უნდა აღგძრას, რაც შეიძლება მალე მოაგვარო უთანხმოება, რათა მეგობარი არ დაკარგო“ (ნიკოლი).

 დაფიქრდი: შეგიძლია რაღაცაში მაინც დაეთანხმო მეგობარს და მისი აზრი გაითვალისწინო? (ფილიპელები 2:3).

 დასკვნა: იმის ცოდნა, თუ როგორ გაუმკლავდე უარყოფით გრძნობებს, მომავალში დიდ დახმარებას გაგიწევს. აქედანვე ისწავლე, როგორ გაუმკლავდე უარყოფით გრძნობებს.